საჯარო სკოლის 3 200-ზე მეტ დირექტორობის მსურველს ტესტირება დღეს ჩაუტარდება

22 იანვარი 2023, 17:39 171 ნახვა

საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა კონკურსი დასრულდა კონკურსის  პირველი ეტაპი სერთიფიცირებაა, რომელიც ტესტირების ფორმატში ბათუმის 5 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობდა.

აჭარის მასშტაბით სულ 365 კანდიდატი გაივლის ტესტირებას. საგამოცდო ტესტი 80 ქულიანია და სერთიფიცირებისთვის 60 პროცენტიანი ბარიერის გადალახვაა საჭირო. 

გამოცდა ელექტრონულ ფორმატში მიმდინარეობდა. მეორე ეტაპზე, სერტიფიცირებული დირექტორობის მსურველი გასაუბრებას გაივლის განათლების სამინისტროში, შერჩეულ კანდიდატებს საბოლოოდ სკოლების სამეურვეო საბჭო შეარჩევს.  

სკოლის დირექტორების უმრავლესობას უფლებამოსილების ვადა 2020 წელს ამოეწურა, თუმცა პანდემიის მიზეზით კონკურსი გადაიდო და ამ დრომდე ყველა სკოლას მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში