საფრანგეთში საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად, მოქალაქეებმა მასშტაბური აქცია კიდევ ერთხელ გამართეს. ისინი ემანუელ მაკრონისა და მისი მთავრობის მიერ, ახალი რეფორმის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომლის მიხედვითაც 2030 წლიდან საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე გაიზრდება.
აქციას შეუერთდნენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
ორგანიზატორების თქმით, აქციაზე 150 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, პოლიციის მტკიცებით კი მომიტინგეთა რაოდენობა 14 ათასს არ აჭარბებდა.