საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს დაჭრილი პაციენტებიდან ერთ-ერთი 24 წლის კაცი, ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა დინამიკაში უკეთესია - ამის შესახებ ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა განაცხადა.
რაც შეეხება აღნიშნულ კლინიკაში მოთავსებულ კიდევ ორ დაჭრილს - ექიმის განცხადებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თვალის ტრავმის გამო თბილისში გადაყვანილი 18 წლის გოგო კი ბინაზე უკვე გაწერეს.საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.
გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.