ოკუპანტმა ბახმუტის მიმართულებით 15-ზე მეტ დასახლებაში ცეცხლი გახსნა

22 იანვარი 2023, 12:06 566 ნახვა

უკრაინაში ომი გრძელდება, ქვეყანა თავისუფლებისთვის უკვე   333-ე დღეა იბრძვის, აგრესორი  კი აგრძელებს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას. გასული დღე ღამის განმავლობაში დონეცკის ოლქში 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ნიკოპოლის რაიონი კი რუსულმა ძალებმა 3 ჯერ დაბომბეს, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში მტერმა  1  სარაკეტო და 27 საჰაერო დარტყმა განახორციელა ქვეყნის ტერიტორიაზე. მათი განცხადებით, ოკუპანტის მიერ კამიკაძე დრონების გამოყენების საფრთხე კვლავ რჩება.

ბახმუტის მიმართულებით 15-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში რუსულმა მხარემ ცეცხლი გახსნა თუმცა, ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით  მტრის იერიშები უკრაინულმა მხარემ წარმატებით მოიგერია. მელიტოპოლის მერის ინფორმაციით, მელიტოპოლში ოკუპანტები კერძო სამხედრო კომპანიის შექმნას ცდილობენ.

ივან ფედოროვის თქმით, ე.წ სამხედრო ხელმძღვანელი ევგენი ბალიცკი თავისი "ბატალიონისთვის" მოხალისეებს ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილის ტერიტორიაზე ეძებდა, თუმცა იმის გამო, რომ  მსურველი ცოტა იყო, ბალიცკიმ მოხალისეები სერბეთიდან დაიქირავა, რომელთაგან 2 ინტერპოლის მიერ ძებნილია.

უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში გროვარიში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი