გერმანული მედიის ცნობით ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ბორის პოსტორიუსი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ მინისტრმა გერმანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით ეს ვიზიტი უახლოეს 4 კვირაში შედგება.
მან ასევე უკრაინისთვის ლეოპარდის ტანკების მიწოდებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით გერმანია საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მათ შორის აშშ-თან.
ცნობისთვის, რამშტაინის სამიტზე უკრაინისთვის გერმანული წარმოების ლეოპარდის ტანკების მიწოდებაზე ვერ შეთანხმდნენ.