მოლდოვამ შესაძლოა ნეიტრალიტეტზე უარი თქვას

21 იანვარი 2023, 17:15 470 ნახვა

მოლდოვამ შესაძლოა ნეიტრალიტეტზე უარი თქვას. ქვეყანაში ამ სტატუსის გაუქმებასა და სამხედრო ალიანსში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ.

ქვეყნის პრეზიდენტმა გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში, განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა მოლდოვაში სერიოზული დისკუსია გამოიწვია, შეუძლია თუ არა ქვეყანას საკუთარი უსაფრთხოების დამოუკიდებლად დაცვა და სჭირდება თუ არა მას კონსტიტუციით გარანტირებული ნეიტრალიტეტისგან თავის დაღწევა.

პრეზიდენტი, მაია სანდუ, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პროცესის დემოკრატიული გზით წარმართვას განიხილავს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი