უკრაინაში ბრძოლები ჩიხში შევიდა - ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ მიმოხილვაშია აღნიშნული. მათი განცხადებით, ბოლო დღეებში ყველაზე მწვავე ბრძოლები სამ სექტორში მიმდინარეობს.
ჩრდილო-აღმოსავლეთით, კრემინასთან ახლოს, უკრაინამ რუსული კონტრშეტევისგან თავის დაცვა შეძლო, ბახმუტის მიმართულებით რუსული ძალები და ვაგნერის დაჯგუფება, დაკავებულ ქალაქ სოლედარში ძალების აღდგენით არიან დაკავებულნი.
სამხრეთით, ზაპოროჟიეს ოლქში, ორივე მხარეს მნიშვნელოვანი ძალები აქვს კონცენტრირებული, რომლებიც ერთმანეთს საარტილერიო დარტყმებს აყენებენ და შეტაკებებს ახორციელებენ - აღნიშნულია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში.