აშშ-ის საელჩო გლოვობს საგარეჯოში მომხდარი სროლისას ტრაგიკულად დაღუპულ ადამიანებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
საელჩო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
"აშშ-ის საელჩო გლოვობს საგარეჯოში მომხდარი სროლისას ტრაგიკულად დაღუპულ ადამიანებს. შეერთებული შტატების მთავრობისა და ხალხის სახელით ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს და ვლოცულობთ დაშავებულთა მალე გამოჯანმრთელებისთვის“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.