გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 9 სარაკეტო და 23 საჰაერო დარტყმა და განახორციელა, 80-ზე მეტი შეტევა კი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. მთელს უკრაინაში არის გაზრდილი საშიშროება საჰაერო და სარაკეტო თავდასხმების სამოქალაქო ობიექტებზე - ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყველაზე ცხელ წერტილად, კვლავ ბახმუტისა და სოლედარის მიმართულება რჩება.
გენშტაბის ინფრომაციით, უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები სამი რეგიონის 16 დასახლების მიმართულებით. ასევე შეუტიეს რუსეთის პოზიციებს, დაარტყეს თითქმის 30 საკონცენტრაციო ზონას და მტრის 7 საჰაერო თავდაცვის სისტემა.
"გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოესა და ბელოგოროვკას დასახლებების რაიონებში; ვერხნეკამენსკოე, კრასნოპოლოვკა, სოლედარი, კრასნაია გორა, პარასკოვიევკა, ბახმუტ, ივანოვსკოე, დილიევკა, ვოდიანოე, მარინკა, პობედა, ნოვოსელკა, დონეცკის ოლქი და მალაია ტოკმაჩკა და სტეფნოე ზაპოროჟიეში" - განმარტავენ გენერალურ შტაბში.