მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ხელახალი გამოძიების შესაძლებლობას გვაძლევს - თამთა მიქელაძე

19 იანვარი 2023, 17:49 413 ნახვა

ნამდვილად ველოდით და გვინდოდა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მტკიცების ტვირთი სწორედ სახელმწიფოზე გადაეტანა, მათ შორის გამოძიების ხარვეზების გამოც და დაედგინა არსებით ნაწილში დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე არ მოხდა, გადაწყვეტილება გვაძლევს საქმის ეროვნულ დონეზე ხელახალი გამოძიების შესაძლებლობას, - ამის შესახებ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ განაცხადა.

"ამ საქმეზე სამთვიანი ვადაა გასაჩივრების დიდ პალატაში და ჩვენ არ გამოვრიცხავთ ეს მექანიზმი გამოვიყენოთ არსებითი დარღვევის არ დადგენის ნაწილში. ამის შემდეგ უკვე იწყება აღსრულება და აღსრულების ეტაპზე შემოდის მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოსი, რომელიც აძლევს მთავრობას კონკრეტულ საქმეზე უფლების აღდგენისთვის ზოგად ღონისძიებებზე მითითებებს და რეკომენდაციებს. ბუნებრივია, როდესაც დადგენილია ამ ხარისხით ხარვეზი და დარღვევა, მინისტრთა კომიტეტი გამოძიებას დაავალებს მთავრობას და უკვე ეროვნულ დონეზე გამოძიების მიმდინარეობის პროცესზე გვექნება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობა. ევროპული სასამართლო ყოველთვის ამბობს, რომ ის არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო, რომელიც საქმეს არსებითად სწავლობს და ან მოიძიებს მტკიცებულებებს და ამ პირობებშიც, ისევ და ისევ გამოძიების ფუნდამენტურმა ხარვეზებმა სასამართლოს წაართვა შესაძლებლობა იმ მაღალი მტკიცების სტანდარტის, რომელიც მას აქვს არსებით დარღვევაზე ედავა“, - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი