ხელვაჩაურში სოფელ ვარშალომიძეებში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები ტყის ტერიტორიაზე მუშაობენ. ადგილზე რჩება რამდენიმე ბრიგადა. თავიდან ცეცხლი ჩაის პლანტაციებს გაუჩნდა. იწვოდა ძირითადად ეკალ-ბარდი.
საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იყო ხანძარი, ადგილობრივების თქმით, დაახლოებით 40 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. ცეცხლის სწრაფად გავრცელებას ხელი შეუწყო ქარმა.
საცხოვრებელ სახლებზე გადადების საფრთხეც შეიქმნა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მისი ლიკვიდირება დროულად შეძლეს.
ცეცხლს ლოკალიზება-ლიკვიდირების პროცესში ტექნიკასთან ერთად ცოცხალი ძალაც იყო ჩართული.
ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი.