ოფიციალური შეხვედრები დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში

19 იანვარი 2023, 17:55 492 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარს იოჰანეს ჰანის შეხვდა. დავოსში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განსახილველი საკითხები იყო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები. 

დავოსში ეკონომიკური ფორუმის პარალელურად საქართველოს პრემიერი შეხვედრებს აგრძელებს. მთავრობის მეთაური Adani Group-ის თავმჯდომარეს გაუტამ ადანის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო კონკრეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. გაუტამ ადანი ენერგეტიკული და სატრანსპორტო-ლოგისტიკური სფეროებით დაინტერესდა.

2022 წელს გაუტამ ადანი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად დასახელდა. მისი ქონება 155 მილიარდ დოლარს აღემატება. Adani Group 50 ქვეყანაში ოპერირებს, კომპანიაში დასაქმებულია 23 000 ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში