დავოსში ეკონომიკური ფორუმის პარალელურად საქართველოს პრემიერი შეხვედრებს აგრძელებს. მთავრობის მეთაური ადანი გრუპ-ის თავმჯდომარეს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო კონკრეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
გაუტამ ადანი ენერგეტიკული და სატრანსპორტო-ლოგისტიკური სფეროებით დაინტერესდა. 2022 წელს ადანი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად დასახელდა. მისი ქონება 155 მილიარდ დოლარს აღემატება. ადანი გროუპ 50 ქვეყანაში ოპერირებს, კომპანიაში დასაქმებულია 23 000 ადამიანი.