ეკონომიკური ფორუმი დავოსში

18 იანვარი 2023, 11:56 480 ნახვა

დავოსში საქართველოს პრემიერი აგრძელებს ორმხრივ შეხვედრებს. ირაკლი ღარიბაშვილი  მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ მიღებას დაესწრო.

ასევე შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს ალან ბერსესაც შეხვდა, სადაც ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და მეგობრულ ურთიერთობებს.

გამოითქვა ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა. დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მეორე დღეა მიმდინარეობს.

ეკონომიკური შეხვედრების მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და ამ საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი მწვავე ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში