სამზადისი სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატისთვის

18 იანვარი 2023, 11:04 682 ნახვა

ბაკურიანში სათხილამურო და სნოუბორდის  მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისთვის სამზადისი დასასრულს უახლოვდება. პირველ ვარჯიშს სათხილამურო სამყაროს ვარსკვლავები კურორტზე 16 თებერვალს ჩაატარებენ. 18 თებერვლიდან კი უკვე ფინალები დაიწყება.

სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო წელს პირველად მასპინძლობს.

უკვე გაკეთდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი  6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, 3 საბაგირო და 29 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა. 

მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში 16 თებერვლიდან 4 მარტამდე გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი