UFC-ში ქართველი მებრძოლის მერაბ დვალიშვილის მომავალი მეტოქე რუსი პიოტრ იანი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველისა და რუსის ორთაბრძოლა 12 მარტს, UFC 221-ზე შედგება და ხუთრაუნდიანი იქნება.
დვალიშვილს UFC-ში 8 მოგება და 2 წაგება აქვს. ქართველმა სპორტსმენმა ბოლო ორთაბრძოლაში, ყოფილი ჩემპიონი ბრაზილიელი ჟოზე ალდო დაამარცხა. იანს კი 8 მოგება და 3 მარცხი გააჩნია. პიოტრმა ზედიზედ ორჯერ წააგო ჯერ სტერლინგთან და შემდეგ შონ ო'მალთან.