საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედური გადამზიდავი კომპანიის, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საბორნე ოპერატორი კომპანიის - Stena Line-ს აღმასრულებელ დირექტორს ნიკლას მარტენსონს შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკლას მარტენსონს საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
აღინიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ევროპის, კასპიის რეგიონის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დაკავშირების შესაძლებლობას იძლევა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციის რეიტინგებში მოწინავე ადგილს იკავებს.