სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით აჭარის რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები განიხილეს აჭარის განათლების და საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე. ისაუბრეს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რეაბილიტაციაზე, კერძოდ სასპორტო სკოლის, სპორტული სტადიონებისა და საცურაო აუზის მშენებლობებზე.