ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეების ნაწილს შეხვდა და მათ საქმიანობასა და გეგმებს გაეცნო.
მაკა ბოჭორიშვილმა, ანრი ოხანაშვილმა, მიხეილ სარჯველაძემ და ნიკოლოზ სამხარაძემ საკუთარ კომიტეტებთან დაკავშირებული მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები გააცნეს.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი 12 რეკომენდაციას, ევროინტეგრაციასა და ასოცირების ხელშეკრულებას შეეხო.