ვაშინგტონი და ნატო უკრაინის გავლით რუსეთის წინააღმდეგ მარიონეტულ ომს აწარმოებენ - ხორვატიის პრეზიდენტი

16 იანვარი 2023, 10:53 622 ნახვა

ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონი და ნატო უკრაინის გავლით რუსეთის წინააღმდეგ მარიონეტულ ომს აწარმოებენ.

ზორან მილანოვიჩის თქმით, ვლადიმერ პუტინის გადაყენება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ შეიძლება გეგმა იყოს, რადგან სანქციები სისულელეა და დასავლეთი ამით ვერაფერს მიაღწევს.

ხორვატიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი თავის ისტორიაში პირველად ჩაერთო ომში და ეს ევროკავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი