სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა არაა და ვითარების გამწვავებას არ პროგნოზირებენ მედიკოსები.
ივანე ჩხაიძის თქმით ახლა განსაკუთრებით აქტიურია სეზონური გრიპები და კორონავირუსი, რომელიც ამ ეტაპზე შესუსტებულია.
ჩხაიძის თქმით, უფრო საყურადღებო გრიპის ვირუსებია, რომლებიც უფრო მეტ გართულებებს იწვევენ. ამბობს, რომ კონკრეტულირეგულაციების მიღება ქვეყანაში საჭირო არ არის.