საქართველოს ომში ჩართვის მცდელობები ისევ გრძელდება - ასე თეა წულუკიანმა უკრაინისთვის სამხედრო იარაღის შესაძლო გადაცემის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო დანის პირზე სიარულს გააგრძელებს და სამხედრო დაპირისპირებაში არ ჩაერთვება.
მინისტრი განმარტავს, რომ ამას საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს. პოზიციის შეფასებისას წულუკიანმა უკრაინის მხარდაჭერა დააფიქსირა.