გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი კოლეგებს მიმართავს

15 იანვარი 2023, 10:20 413 ნახვა

გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი სერგეი კისლიცა​, დნეპრზე რუსეთის დღევანდელ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება.

„შემდეგ ჯერზე, როცა მას ხელს ჩამოართმევთ, [რუსეთის წარმომადგენელს] იფიქრეთ დნიპროში რუსული რაკეტებით დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ! - რა შეგრძნებაა ჯალათის გვერდით ჯდომა სხდომათა დარბაზში'' - წერს კისლიცა ტვიტერზე.

ცნობისთვის, უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოდან და მთლიანად ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვას ითხოვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში