დღეიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრება

15 იანვარი 2023, 12:00 1057 ნახვა

დღეიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრება, 15 თებერვლიდან კი, ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს.

ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე ექნებათ. თუკი სექტორი, რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს.

რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის, თუ მედიკამენტების მიწოდებაა.

მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით, 1 200-მდე დასახელების წამალი ეტაპობრივად გაიაფდება. პირველ ეტაპზე, პრიორიტეტულია ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის განკუთვნილი პრეპარატები. 

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამკურნალო პრეპარატები, დაახლოებით, 40%-ით გაიაფდება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში