დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციაში. ნიკა მელიას მომხრეები ლევან ვარშალომიძის წინააღმდეგ გამოდიან და ამბობენ, რომ ვარშალომიძეს პარტიაში შიდა დემოკრატია არ სჭირდება.
მირდატ ქამადაძე, რომელიც ნიკა მელიას საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს, ამბობს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და აჭარის რეგიონული ხელმძღვანელი კეზერაშვილი-მერაბიშვილის გუნდშია და ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებისთვის იბრძვის.
"ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე კი აღნიშნავს, რომ ბათუმის ორგანიზაცია, ახალგაზრდული გუნდი, ბათუმის საკრებულო, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში წარმომადგენლები მხარს ნიკა მელიას უჭერენ. მათთვის, ვინც ვარშალომიძე-ხაბეიშვილის გუნდში მოიაზრება, აჭარის ორგანიზაციის სახელით გაკეთებული განცხადება მიუღებელია.