შეერთებული შტატები დიდი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას, განსაკუთრებით კი მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს დაუსვეს კითხვა - ეთანხმება თუ არა შეერთებული შტატების მთავრობა უკრაინის იდეას, რომელმაც საქართველოს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში სამკურნალოდ გადაყვანა სთხოვა.