უკრაინა შთამბეჭდავად ამბიციური, ძლიერი და სწრაფია შედეგების მიღწევაში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება, ასევე ევროკავშირის ფინანსური დახმარების პირველი ტრანში, რომელიც 18 მილიარდ დოლარს შეადგენს, უკრაინას იანვარში გადაეცემა.
მისივე თქმით ევროკომისრების კოლეგია უკრაინას თებერვლის დასაწყისში ეწვევა, რათა განიხილოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მომზადების პროცესი.