ე.წ. სააკაშვილის სია - პოლიტიკური შეფასებები

13 იანვარი 2023, 14:16 757 ნახვა

ვინ  მოხვდება ე.წ.სააკაშვილის სიაში? ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ  ჩამონათვალში   სავარაუდოდ   იქნებიან  ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის უფლებების დარღვევაში მონაწილეობდნენ,  მათ შორის,  ციხიდან ციხეში გადაყვანისა და  ექსპრეზიდენტის   პირადი ინფორმაციების გამჟღავნების დროს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს იქნება სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები შეადგენენ.

"ბინძური ნაბიჯები და დაშინების მცდელობა" - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ე.წ. სააკაშვილის სიის შედგენას.   

"ქართული ოცნების" თქმით, სია პირიქით,  საზოგადოებამ უნდა შეადგინოს,  ვინც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალდა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი