ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამას კორუფციულს უწოდებენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ბათუმის საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, 80 მილიონიანი პროექტი მოსახლეობის ინტერესებზე არ არის მორგებული.
რეზო ხარაზმა ბრიფინგზე ის გარემოებები დაასახელა, რომლებიც მისივე რწმუნებით კორუფციულ რისკებს შეიცავს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მათ უკვე იციან კულუარებიდან იმ კომპანიის ვინაობა, რომელიც მათი რწმუნებით ტენდერში გაიმარჯვებს.
ხარაზი ამტკიცებს, რომ მერიამ წინასწარ შეიმუშავა კრიტერიუმები, რომლის სატენდერო პირობები კომპანიას მოარგეს, მათ შორის ასახელებს ავანსის სახით წინასწარ გადასარიცხ თანხას.
რეზო ხარაზი იმ კომპანიებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც მისი მტკიცებით, პირდაპირ კავშირში არიან პრემიერ მინისტრთან.