მაჭავარიანის ქუჩაზე ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შარაშიძის და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე უკვე დასრულდა ბურჯების მოწყობა. ამ ეტაპზე კედლის მშენებლობა ხორციელდება.
წელს დაგეგმილია 5 ხიდის მშენებლობა ზედაღელის, თოდოგაურისა და მახვილაურის დასახლებებში. ასევე, ლორთქიფანიძისა და შარაშიძის ქუჩებზე.