ფარული აუდიოჩანაწერის სერიები გრძელდება. ამჯერად ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია ფიგურირებს.
ისევე როგორც წინამორბედი ჩანაწერის, არც ამის ნამდვილობაა დადასტურებული და არც ისაა ცნობილი ვის ელაპარაკება ტელეფონზე სავარაუდოდ ალასანია.
,,ბუნებით პარაზიტები“ -ამ სიტყვებით სავარაუდოდ, გიული ალასანია ოპოზიციაზე საუბრობს.
წუთნახევრიან მასალაში ახსენებს ყოფილ პრემიერ-მინისტრებს ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი გახარიას, ასევე რუსეთს. რა კონტექსტში განიხილავს მათ, მოვუსმინოთ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს.