ამ წუთებში მიხეილ საკაშვილის სასამართლო პროცესი იწყება. დღეს დაიკითხებიან მედიკოსები , მათ შორის ჯეიმს კობსა და გასტროენტეროლოგ სტიუარტ ფინკელის გამოკითხვა იგეგმება. თუ დღეს ორივე ექსპერტის მოსმენა შეძლეს, მაშინ ამერიკელი მედიკოსების გამოკითხვა ამით დასრულდება.
ვერც დღეს ჩაერთვება ექსპრეზიდენტი საკუთარ სხდომას. მიზეზად ადვოკატები ყოფილი პრეზიდენტიდ ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებენ. ამიტომ ადვოკატები დღესაც დააყენებენ შუამდგომლობას სხდომების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებასთან დაკავშირებით, რადგან მათი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ყოველდღიურად მძიმდება.