სასამართლომ ალექსანდრე შეყილაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მღებრიშვილს პატიმრობა შეუფარდა

10 იანვარი 2023, 13:50 574 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყილაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ, შსს-ს კადრების განკარგულების დეპარტამენტის თანამშრომელ გიორგი მღებრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ მიიღო.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, დაცვა კი, აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა.

გიორგი მღებრიშვილმა დღევანდელ სხდომაზე  განაცხადა, რომ დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში