რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში, ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს. დაღუპულია ორი ადამიანი-შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ოკუპანტებმა დაარტყეს საგზაო ნაწილს და ავტომობილს ხალხით. ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა“, -აღნიშნავს ტიმოშენკო.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა ხერსონში საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს. ცნობილია 1 გარდაცვლილის შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჭურვი საცხოვრებელი კვარტლის გზაჯვარედინზე ჩამოვარდა, რასაც კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი მოჰყვა. ინტენსიურად იბომბება ლუგანსკის ოლქი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში მტერმა 8 სარაკეტო და 31 საჰაერო დარტყმა განახორციელა. მათ შორის ქალაქების ხარკოვის, ხერსონის, კრამატორსკის, დონეცკის ოლქის და ოჩაკოვის, მიკოლაივის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მათივე განმარტებით, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.