,,სააკაშვილის დაავადებები სასჯელის მოხდისთვის ხელის შემშლელია“ - თქვა სასამართლო პროცესზე ამერიკელმა ნევროლოგმა. რაც შეეხება დაავადებებს, ექსპერტმა რამდენიმე მათგანი ჩამოთვალა, მათ შორის დაასახელა გონების გარდამავალი დაკარგვა, კრუნჩხვები და დაუზუსტებელი დემენცია.
ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნის სიკვდილის საშიშროებას. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ბრალდებული და მსჯავრდებული პრეზიდენტი სასამართლო პროცესს არ ესწრება.