მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

09 იანვარი 2023, 12:05 576 ნახვა

ამ წუთებში ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სასამართლო სხდომა იწყება, რომელიც მედიკოსებისა და ამერიკელი  ექსპერტი შახინ ემანუელ ლახანის   გამოკითხვით გაგრძელდება. სწორედ  მათ  ჩვენებებსა და სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს მოსამართლე არევაძემ გადაწყვეტილება გაუშვებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ უცხოეთში. 

ყოფილი პრეზიდენტის დედა და უფლებადამცველები ისევ საუბრობენ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობაზე, ამიტომ მისი უფლებადამცველები დღესაც მიმართავენ მოსამართლეს შუამდგომლობით, რომ ყოველდღიურად ჩატარდეს სხდომები.

სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო როგორც ადვოკატი ამბობს, დღეს მიხეილ სააკაშვილი პროცესს ვერც ფიზიკურად და ვერც ონლაინ ფორმატში ვერ ჩაერთვება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი