ქართველი მებრძოლის მუქარა უკრაინიდან - შეფასებები

08 იანვარი 2023, 18:00 808 ნახვა

ფაქტთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება "ქართულ ოცნებაში". მმართველი გუნდი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უკვე კარგად ნაცნობი დღის წესრიგით მოქმედებს და საკუთარი მხარდამჭერებისა და აქტივისტების დახმარებით, ყველა შესაძლო გზას იყენებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაქმნელად.

"ქართული ოცნების" წევრის, რატი იონათამიშვილის თქმით, "ნაცმოძრაობაში" იციან, რომ მხარდაჭერა არ აქვთ და გამოსავალს არეულობაში ხედავენ."ნაციონალური მოძრაობა" პარტიის მხარდამჭერის განცხადებებს ემიჯნება და აცხადებს, რომ ისინი არეულობისა მოწყობას არ აპირებენ.

პარტიის საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მსგავსი ტიპის განცხადებებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი