ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

06 იანვარი 2023, 18:17 1330 ნახვა

ბათუმში 29 წლის მამაკაცი დაჭრეს - შემთხვევა გორგასალის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. დაჭრილის მამა ყვება, რომ კონფლიქტი მანქანის არასწორი პარკირების გამო დაიწყო, რა დროსაც მის შვილს სახისა და გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სსკ 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ამ დრომდე მიმალვაშია. „მთავარის“ გადამღები ჯგუფი დეტალებს ადგილზე არკვევს და უფრო მეტს მოგიყვებით მთავარში რვაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი