მომღერალ გია გაჩეჩილაძის სიძის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა პრესკონფერენცია გამართა. იგი ვანო მერაბიშვილის გამოძიებასთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობს.
ადვოკატმა განაცხადა, რომ გიორგი შარაშიძე თანამშრომლობს გამოძიებასთან და დაადასტურა ის, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომ გაჩეჩილაძემ მერაბიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ადვოკატი აცხადებს, რომ საჭიროა ექსპერტიზის დასკვნა, რონ მან მიიღო დაზიანება და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს გამოძიება ძალადობის მუხლით.