„მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს“-აცხადებს რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი. სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ მაკფოლი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპის დემოკრატ ლიდერებთან ერთად, დაუყოვნებლივ უნდა გამოვიდეს მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მოწოდებით. ყოფილი დიპლომატის თქმით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უნდა მოუწოდონ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ და მას მიეცეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების შესაძლებლობა.მაკფოლი წერს,რომ სააკაშვილის სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და დარტყმა ქართულ დემოკრატიაზე. ამ განცხადებას უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთ ლიდერს მიაჩნია, რომ ყოფილი დიპლომატის ეს წერილი არის ,მკაფიო სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის.