მერაბ მეტრეველი პოლიტიკაში მიდის

16 მაისი 2016, 00:00 6781 ნახვა

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პოლიტიკაში მიდის. იგი პაატა ბურჭულაძის პარტიაში გაწევრიანდა. მერაბ მეტრეველი, როგორც მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი, პაატა ბურჭულაძემ ცოტა ხნის წინ წარადგინა. ის პარტიაში შიდა პოლიტიკურ საკითხებზე იმუშავებს. გადაწყვეტილების შესახებ მერაბ მეტრეველმა გაზეთ "კვირის პალიტრაში", საკუთარ ბლოგში -" მერაბ მეტრეველის ფიქრები" დაწერა. "გემშვიდობებით როგორც ჟურნალისტი და შეგხვდებით როგორც პოლიტიკოსი. იმედია, ყველაფერი გამომივა. ჩემი აზრით, პოლიტიკაში უნდა წავიდეს ის, ვისაც გული ერჩის და ფიქრობს, რომ შეუძლია, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე აკეთოს. ეს არ არის პათეტიკა, ეს სურვილია", - წერს მეტრეველი. 

ამავე კატეგორიაში