უამინდობის გამო ხვალ გამოცდები არ ჩატარდება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სასწავლებელში მომდევნო კვირა სასესიოა, 30 და 31 იანვარს დაგეგმილი გამოცდების განრიგი კვირის ბოლომდე განისაზღვრება. 1 თებერვლიდან კი ყველა საფეხურის სტუდენტები ჩვეული გრაფიკით განაგრძობენ სასწავლო პროცესს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ცვლილებას რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს უკავშირებს და გამოცდების გადადებასთან დაკავშირებულ განცხადებას საკუთარ ვებ-გვერდზე ავრცელებს.