პრემიერის მიერ წარდგენილ მიმდინარე წლის ანგარიშს ეხმაურებიან და აფასებენ მინისტრთა კაბინეტის წევრები. მინისტრებმა აქცენტები საკუთარ მიმართულებებზე გააკეთეს და კიდევ უფრო ვრცლად ისაუბრეს განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე, აღნიშნეს რომ მთავრობა შემუშავებული პოლიტიკითა და გადადგმული ნაბიჯებით კიდევ უფრო უახლოვდება ევროპულ ოჯახს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით კი, ეს ანგარიში ნათელი მაგალითია იმისა, რომ საზოგადოება დარწმუნდეს რამდენად არის რეალურ გამოწვევებს ოპოზიცია აცდენილი