ადვოკატი: ექსპერტიზის ჩატარებაზე დათანხმდებიან, თუ ნიმუშები საზღვარგარეთ გადაიგზავნება

26 დეკემბერი 2022, 15:09 603 ნახვა

ექსპერტიზის ჩატარებაზე დათანხმდებიან, თუ ნიმუშები საზღვარგარეთ გადაიგზავნება და პროცესში მათივე ექსპერტი ჩაერთვება-ეს პოზიცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა დღეს გაახმოვანა. ილია ლომიას თქმით, სამხარაულის ეროვნული ბიურო ფრჩხილისა და თმის ნიმუშებზე ექსპერტიზას ვერ ჩაატარებს. უფლებადამცველმა იმ წინასაშობაო მისალოც ბარათზეც ისაუბრა , რომელიც მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქს გაუგზავნა. სთხოვს თუ არა ექსპრეზიდენტი ილია მეორეს შეწყალებას? ადვოკატი აცხადებს, რომ წერილის შინაარსი არ იცის და, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით ასეთი რამ არ განუცხადებია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი