სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის წევრებმა და პოლიტიკოსებმა ორბელიანის სასახლესთან აქცია და ბრიფინგი გამართეს. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. მიმართვას ხელს აწერს საქართველოს პარლამენტთა საზოგადოების 65 წარმომადგენელი.