მკვლელობა თბილისში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად შესაბამის ღონისძიებები ტარდება. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა წარსულში მომხდარი პირადი კონფლიქტის გამო, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, ჯავის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1976 წელს დაბადებული და მიიმალა, დაჭრილი კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.