საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, საპატიმროს დატოვებამდე 2 თვით ადრე შეიწყალა. გიორგი მარგველაშვილის ამ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი მოსაზრებები მოჰყვა. ე.წ. კაბელების საქმეზე 5 პირი იყო ბრალდებული. 7 წლიანი სასჯელის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ მუხლი გადააკვალიფიცირა და წელიწადი და 6 თვე განსაზღვრა.