გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
მათივე განმარტებით, ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
"24-25 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 26 - 27 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +6, +11 გრადუსი იქნება"-აღნიშულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.