აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში

22 დეკემბერი 2022, 17:28 674 ნახვა

მიმდინარე წელს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ზაზა შავაძის განმარტებით, შეუფერხებლად მიმდინარეობს ციტრუსის სეზონი, დღეის მდგომარეობით ექსპორტირებულია 8 600 ტონა სტანდარტული მანდარინი. ხოლო არასტანდარტული, მიღებული და გადამუშავებულია 2 700 ტონა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება მიმდინარეობს. 2022 წელს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები დაიწყო. სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი გაიზარდა გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით 8 645 601 ლარით და შეადგინა 29 530 950 ლარი. შეხვედრის ბოლოს სოფლის მეურნეობის დარგში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქვეუწყებო დაწესებულებების თანამშრომლები.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი