ომბუდსმენის შერჩევის პროცესი და მხარეთა მოლოდინები. მას შემდეგ, რაც დახურულ კარს მიღმა ოპოზიციის და ქართული ოცნების კონსულტაციები შეთანხმების გარეშე დასრულდა, ოპოზიციას სახალხო დამცველთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევის იმედი არ აქვს. ამბობენ, რომ მმართველი გუნდი საკუთარი კანდიდატის გაყვანას შეეცდება და ომბუდსმენის არჩევა საერთო კონსესუსი გარეშე მოხდება, რაც ვერ უზრუნველყოფს ევრო რეკომენდაციის მეთორმეტე პუნქტის შესრულებას. ოპოზიცია მხარს უჭერს სახალხო დამცველობის ორ კანდიდატს - ანა აბაშიძეს და გიორგი ბურჯანაძეს, სხვა შემთხვევაში საკითხის ჩავარდნას ვარაუდობენ. "ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ისინი კომპრომისზე უკვე წავიდნენ და ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ.